„კარგი შანსები მაქვს“ - ფრენკი ედგარი დვალიშვილთან საჭიდაოდ მზადაა
31 მაისს მერაბ დვალიშვილი ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს. მისი მეტოქე UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ექსჩემპიონი ფრენკი ედგარი იქნება.
„მერაბს UFC-ში თეიქდაუნების რეკორდი ეკუთვნის, შერეულ ორთაბრძოლებში კი ჭიდაობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს დიდი გამოწვევა იქნება, თუმცა ამისთვის მზად ვარ.
მერაბი კარგ ფორმაში იქნება, მას შეუდარებელი გამძლეობა აქვს. ვიცი, რომ აგრესიულად იჭიდავებს, რამაც შესაძლოა მის წინააღმდეგაც იმუშაოს.
რა თქმა უნდა, ასაკი თავის როლს ითამაშებს - ორთაბრძოლები ახალგაზრდების სპორტია. შევძლებ თუ არა მერაბის დამარცხებას 15 ან 25-წუთიან ჩხუბში? არ ვიცი, თუმცა 6-წუთიან ჭიდაობაში კარგი შანსები მაქვს და ეს უნდა გამოვიყენო“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი-ედგარის ორთაბრძოლა თბილისის დროით 31 მაისს, ტეხასის ქალაქ არლინგტონში გაიმართება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე ღონისძიებაზე ვიხილავთ გივი მაჭარაშვილსაც - მისი მეტოქე 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი კაილ სნაიდერი იქნება, რომელიც RAF-ის ქვემძიმე წონის ჩემპიონია.