„თავის მეტსახელს ამართლებს“ - ფრენკი ედგარი მერაბ დვალიშვილზე
UFC-ის დიდების დარბაზის წევრმა, მსუბუქი წონის ექსჩემპიონმა, ფრენკი ედგარმა ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში მერაბ დვალიშვილთან დაგეგმილ ორთაბრძოლაზე ისაუბრა.
„ლენს პალმერი ჩემი მეგობარია და RAF-ში რაღაც წამყვან თანამდებობას იკავებს. ის ბოლო პერიოდში გამუდმებით მელაპარაკებოდა ჭიდაობაზე, ამიტომ რაღაც ეტაპზე დავთანხმდი.
დვალიშვილს თითქოს ძრავა აქვს, „მანქანას“ ტყუილად კი არ უწოდებენ. მერაბი თავის მეტსახელს ამართლებს. ვიცი, რომ ის პირდაპირ მოქმედებაზე გადავა, მაგრამ ის კლასიკური გაგებით მოჭიდავე არაა, თუმცა გრეპლინგი კარგად იცის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს 22 წლის წინ ვიჭიდავე, მერაბზე მეტი ბრძოლა მაქვს ჩატარებული.
თავს კარგად ვგრძნობ - ეს არა 25-წუთიანი, არამედ 6-წუთიანი ორთაბრძოლა იქნება, ამიტომ უფრო მაღალ ინტენსივობას ველოდები, რაც სანახაობრივი თვალსაზრისით მომგებიანია“.
დვალიშვილი-ედგარის ორთაბრძოლა 30 მაისს, ტეხასის ქალაქ არლინგტონში გაიმართება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე ღონისძიებაზე ვიხილავთ გივი მაჭარაშვილსაც - მისი მეტოქე 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი კაილ სნაიდერი იქნება, რომელიც RAF-ის ქვემძიმე წონის ჩემპიონია.