დვალიშვილის დებიუტი RAF-ში | მერაბი ფრენკი ედგართან იჭიდავებს
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონ, მერაბ დვალიშვილს ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში ახალი ბრძოლა ჩაენიშნა. როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ სოცქსელებში დაიწერა, დვალიშვილის მეტოქე ასევე UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ამერიკელი ფრენკი ედგარი იქნება.
44 წლის ედგარი სხვადასხვა დროს სუპერმსუბუქ, ქვემსუბუქ და მსუბუქ წონებში ასპარეზობდა. 2010 წელს მან ბი ჯეი პენთან ჩხუბში მსუბუქი წონის ჩემპიონობა მოიპოვა, რომელიც ორჯერ დაიცვა. ამის შემდეგ ფრენკ ედგარმა რამდენჯერმე იჩხუბა ქვემსუბუქო წონის საჩემპიონო ქამრისთვის, თუმცა ორი წონის ჩემპიონი ვერ გახდა. MMA-ში მისი რეკორდი 24 მოგება და 11 მარცხია. ბოლოს ედგარი ოქტაგონში 2022 წლის ნოემბერში გავიდა, როცა კრის გუტიერესთან დამარცხდა.
რაც შეეხება დვალიშვილს, მას RAF-ში 27 თებერვალში ჰენრი სეხუდოსთან უნდა ეჭიდავა, თუმცა ამერიკელი მებრძოლი ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე მაჭარაშვილიც და სნაიდერიც სწორედ მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჟუდინოვთან დამარცხდნენ.
დვალიშვილი-ედგარის ორთაბრძოლა 30 მაისს, ტეხასის ქალაქ არლინგტონში გაიმართება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე ღონისძიებაზე ვიხილავთ გივი მაჭარაშვილსაც - მისი მეტოქე 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი კაილ სნაიდერი იქნება, რომელიც RAF-ის ქვემძიმე წონის ჩემპიონია.
View this post on Instagram