თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას ბარსა პლეიოფს იწყებს - „ყველაფერი ჩვენს ხელშია“

დღეს თორნიკე შენგელიას ბარსელონა ACB ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში „მურსიას“ ესტუმრება. მატჩის წინ შენგელიამ კატალონიური კლუბის ტელევიზიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ დღევანდელი მატჩი სერიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.

„სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და კარგად ვიცით, როგორი ძლიერი გუნდია „მურსია“. ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან, თავდაჯერებით თამაშობენ, განსაკუთრებით საკუთარ კედლებში, და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მებრძოლი გუნდი ჰყავთ და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. იქნება მომენტები, როდესაც საქმე ცუდად წავა, ინიციატივას დავკარგავთ, მაგრამ ამ დროს მოქნილობა უნდა ვაჩვენოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ“.

რეგულარული სეზონის ფარგლებში „ბარსელონა“ „მურსიასთან“ ორჯერ დამარცხდა, თუმცა შენგელია ამბობს, რომ ახლა ეს თამაშები წარსულშია, დღეს კი განსხვავებული მატჩი იქნება.

„ამ მატჩების გაანალიზება შეიძლება, მაგრამ დღეს სხვა მატჩი გველოდება. ის ორი მატჩი უნდა დავივიწყოთ. აუცილებელია, გამოვასწოროთ ის, რასაც არასწორად ვაკეთებდით, და უკეთესად ვითამაშოთ. ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენს ხელშია და მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები“.

„ბარსელონამ“ რეგულარული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. უკვე ცნობილია, რომ მწვრთნელი ხავი პასკუალი თანამდებობას დატოვებს და მომდევნო სეზონში გუნდს ახალი დამრიგებელი ეყოლება.

„მურსიასთან“ მატჩს „ბლაუგრანა“ პოზიტიური ამბებით ხვდება - ტრავმები მოიშუშეს ნიკო ლაპროვიტოლამ, ტომაშ სატორანსკიმ, უილ ქლაიბერნმა და იან ვესელიმ, თუმცა კვლავ ტრავმირებულია იუსუფა ფალი. თავის მხრივ, „მურსიას“ 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ გუნდების მეორე მატჩი ბარსელონაში 4 ივნისს გაიმართება, მესამე კი [თუ საჭირო გახდა] – 6 ივნისს მურსიაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
12-წლიანი პაუზის შემდეგ - სან ანტონიო სუპერფინალში გავიდა
12-წლიანი პაუზის შემდეგ - სან ანტონიო სუპერფინალში გავიდა