ვილი სანიოლი
Aa
Aa

„მთავარი სექტემბრის მატჩებია, ხვიჩა რუმინეთთან არ იქნება“ | სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. 2 ივნისს, „ჯვაროსნები“ რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან და ფრანგმა სპეციალისტმა მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა.

რა თქვა სანიოლმა:

„ხვიჩამ ბაიერნთან თამაშის შემდეგ დამირეკა და მთხოვა, რომ ნაკრებში გამომეძახა. ეს აჩვენებს, თუ როგორ უყვარს მას ეროვნული გუნდი. რუმინეთთან არ იქნება, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბაჰრეინთან ითამაშებს. ბევრი მოთამაშე გვაკლია, რაც ივნისის პერიოდისთვის დამახასიათებელია. მაგრამ ბევრ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი.

მთავარი სექტემბრის მატჩებია, რათა ამ პერიოდს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ. გამომდინარე იქიდან, რომ გურამის ბოლო თამაშია, იმედი მაქვს, ფეხბურთელები ამას გაითავისებენ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.“

ცნობისთვის, ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს კი ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

რაც შეეხება სექტემბრის მატჩებს, 25-ში ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება, 28-ში კი უკრაინას შევხვდებით. „ჯვაროსნები“ ორივე მატჩს საშინაო კედლებში გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო შემტევები | რომელზეა კვარა Kicker-ის გამოკითხვაში
მსოფლიოს საუკეთესო შემტევები | რომელზეა კვარა Kicker-ის გამოკითხვაში