„100 ხმა რომ მქონდეს, ყოველ ჯერზე მესის ავირჩევდი“ - ზიდანი ოქროს ბურთზე
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესიმ უნდა მოიგოს. ფრანგი მწვრთნელის კომენტარს ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
ზინედინ ზიდანი:
„100 ხმა რომ მქონდეს, ყველა ჯერზე მესის ავირჩევდი. ხალხი ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს რეალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ყოფნა, როცა უკვე 39 წლის ხარ.
არ გამიკვირდება, რომ ჯილდო ისევ მესიმ მოიგოს. თუ ვინმე კიდევ დავობს, თუ ვინაა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ამ ადამიანის ადგილი საფეხბურთო საზოგადოებაში არაა“.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული 26 ოქტომბერს ლონდონში დასახელდება. ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოსთვის ხვიჩა კვარაცხელია იბრძვის.
ბუკმეკერები „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტად „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდს, ჰარი კეინს მიიჩნევენ (63%). მეორე ადგილზე ლამინ იამალია (15%), მესამეზე კი კილიან მბაპე (11%).