ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ოქროს ბურთი
Aa
Aa

ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი? - ენდი კოულმა ფავორიტებზე ისაუბრა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ენდი კოულმა ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თავის თანამემამულე ჰარი კეინს ჯილდოს მოგების კარგი შანსი აქვს, თუმცა მას ძლიერი კონკურენტები ეყოლება.

კითხვაზე, უნდა დაიკავოს თუ არა კეინმა პირველი ადგილი იმის გათვალისწინებით, რასაც ბოლო 12 თვის განმავლობაში მიაღწია, ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ასე უპასუხა:

„გააჩნია როგორი იქნება ხმები „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე და რისთვის აძლევს ხალხი ხმას. მხოლოდ ასეთ რამეებს შეგიძლია დააკვირდე.

ვგულისხმობ იმას, რომ ზოგჯერ „ოქროს ბურთს“ იგებენ, ძალიან მოულოდნელ ადამიანებს მოუგიათ ეს ჯილდო. ყველაფერი დამოკიდებულია აღქმაზე და იმაზე, თუ რა სურს ხალხს. მისი სახელიც კანდიდატებს შორისაა. მან „ბაიერნში“ ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა, ასე რომ, ის ნამდვილად არის პრეტენდენტი. მაგრამ ვინ იცის რა მოხდება, როცა საქმე „ოქროს ბურთს“ ეხება.“

„არის თუ არა მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? ის საუკეთესოთა შორისაა, ასე არ არის? ის ნამდვილად მათ შორისაა. თუ შეხედავთ, რა გააკეთა მან არა მხოლოდ საფრანგეთისთვის, არამედ „რეალისთვის“ და მსგავსი გუნდებისთვის, ის აუცილებლად საუკეთესოებში უნდა შეიყვანოთ.

თუ ხალხს ჰკითხავთ, მათი აზრით, ვინ არის ახლა მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე, მისი სახელი მუდმივად იტრიალებს. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ხალხის შეხედულებები, როგორ აფასებენ გარკვეულ მოვლენებს და საბოლოოდ როგორ მიდიან იქამდე, თუ ვინ მოიგებს „ოქროს ბურთს“.“

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული 26 ოქტომბერს, ლონდონში გამოვლინდება. ეს იქნება პირველი პრეცენდენტი, როდესაც დაჯილდოება საფრანგეთის, უფრო კონკრეტულად კი პარიზის ფარგლებს გარეთ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არაფერი მოგიგია, მოკეტე და მუშაობა განაგრძე“ - როთენი მბაპეს
„არაფერი მოგიგია, მოკეტე და მუშაობა განაგრძე“ - როთენი მბაპეს