ESPN NL-მა ირაკლი ეგოიანს ქართველი ფეხბურთელების ტოპ 5 შეადგენინა
ნიდერლანდურმა ESPN-მა ირაკლი ეგოიანს ქართველი ფეხბურთელების ტოპ ხუთეულის შედგენა სთხოვა. ეგოიანს ხუთი მოთამაშე ისე უნდა დაელაგებინა, რომ წინასწარ არ იცოდა, შემდეგი ვინ იქნებოდა. ირაკლის ეგონა, მოქმედ ფეხბურთელებზე იყო საუბარი და მოულოდნელი სიურპრიზი დახვდა.
ESPN NL: „პირველი ფეხბურთელი — გიორგი მამარდაშვილი“.
ეგოიანი: „მამარდაშვილი ფანტასტიკური მეკარეა, მაგრამ მინდა ვნახო, კიდევ ვინ გამოჩნდება, ასე რომ, მას მესამე ადგილზე დავაყენებ“.
ESPN NL: „ნამდვილად გამოჩნდა... ხვიჩა კვარაცხელია?“
ეგოიანი: „რა თქმა უნდა, ის უდავოდ ნომერ პირველია“.
ESPN NL: „გიორგი მიქაუტაძე?“
ეგოიანი: „ისიც შესანიშნავი ფეხბურთელია. ლა ლიგაში აფეთქდა და თავის შესაძლებლობებს ამჟღავნებს. მასთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველოდები — ჯერ ეს არ გამიკეთებია — და მას მეორე ადგილზე გავიყვან. იგი ამჟამად ძალიან მაგარ ფორმაშია. როცა ნაკრებში ვიყავი, გუნდთან ერთად არ ყოფილა და მასთან ერთად მოედანზე გასვლა ძალიან მინდა“.
ESPN NL: „შოთა არველაძე“.
ეგოიანი: „ვაუ... არველაძე ნამდვილი ლეგენდაა. როგორც ჩანს, ეს სია მაინცდამაინც ჭკვიანურად ვერ შევადგინე, რადგან მეგონა, მოქმედ ფეხბურთელებზე საუბრობდით. რას ვიზამთ... მაშინ შოთა მეოთხე ადგილზე უნდა დავაყენოთ, თუმცა ის სუპერ ფეხბურთელი, ნამდვილი ლეგენდაა“.
ESPN NL: „შენი აზრით, ვინ იქნება ბოლო ფეხბურთელი?“
ეგოიანი: „კაშია, ხომ? კაშია უნდა იყოს, არა?!“
ESPN NL: „ირაკლი ეგოიანი“.
ეგოიანი: „მეგონა, კაშიას ახსენებდით. ხო, არა, ეს ბიჭი მეხუთე ადგილზეა... ჯერჯერობით მაინც“.
Irakli Yegoian maakt een top 5 van Georgische topvoetballers???????????? pic.twitter.com/qhpj4X8i27
— ESPN NL (@ESPNnl) September 9, 2026
ცნობისთვის, ეგოიანი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ქართველმა ფეხბურთელმა ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო და მის ანგარიშზე ხუთ მატჩში 6 საგოლე მოქმედებაა, 2 გოლი და 4 საგოლე პასი.