ხვიჩა კვარაცხელია, სკოტ მაკტომინეი
Aa
Aa

„იმედია, კვარას სცენარი არ გამეორდება“ - ნეაპოლში მაკტომინეის მდგომარეობა აშინებთ

იტალიურ მედიაში, „ნაპოლის“ შოტლანდიელი ნახევარმცველის, სკოტ მაკტომინეის კონტრაქტის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხია. 26 წლის ფეხბურთელს ნეაპოლიტანურ გუნდთან ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაუხანგრძლივებია და როგორც იწერება, მხარეები შეთანხმებას ჯერჯერობით, ვერ აღწევენ. ამასთან დაკავშირებით, თავის იუთუბ არხზე ნაპოლისთან დაახლოებულმა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, მანუელ პარლატომ ისაუბრა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებულ სცენარს არ გაიმეორებს.

რას ამბობს პარლატო:

„როგორაა შესაძლებელი, რომ „ნაპოლიმ“ იცოდა, თუ რა პრობლემების წინაშე იდგებოდა მაკტომინეისთან დაკავშირებით და არ  იფიქრა სხვა ნახევარმცველის შეძენაზე? შოტლანდიელის გამოთიშვამდეც, მოედნის ამ ზონაში სხვა მოთამაშის დამატება უკვე აუცილებლობას წარმოადგენდა. ფაქტია, დიდი ხანია ანგისას შემცვლელი არ გვყავს. თუმცა მაკტომინეის რომ დავუბრუნდეთ, მისი კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს ძალიან რთულად ვხედავ. არსებობს კვარაცხელიას სცენარის გამეორების რისკი“.

„თავდაპირველად მაკტომინეიმ ათი მილიონი ევრო მოითხოვა, „ნაპოლი“ კი ხუთს სთავაზობს. შესაძლოა, შეთანხმება შვიდ მილიონზე შედგეს, როგორც ეს ახლა ნახევარმცველის გარემოცვას სურს. ეს სიტუაცია კიდევ გაგრძელდება, მაგრამ დადგება მომენტი, როცა გადაწყვეტილების მიღება გახდება საჭირო და „იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელის მომავალს ნათელი მოეფინება“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ში გადასვლამდე, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა არასათანადო პირობების გამო მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. საბოლოოდ, კლუბმა ქართველი ფეხბურთელი 70 მილიონ ევროდ გაყიდა, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ კი ხვიჩამ ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გასულ სეზონში კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგის ორი გრანდის ინტერესი | თორნიკე კვარაცხელია ინგლისური კლუბების რადარზეა
პრემიერ ლიგის ორი გრანდის ინტერესი | თორნიკე კვარაცხელია ინგლისური კლუბების რადარზეა