„ასტონ ვილასა და დინამოს შორის კონტაქტი შედგა“ - ეკრემ კონური თორნიკე კვარაცხელიაზე
„ასტონ ვილასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის თორნიკე კვარაცხელიასთან დაკავშირებით კონტაქტი შედგა. ამის შესახებ The Sun-ისა და CaughtOffside-ის ჟურნალისტი ეკრემ კონური იტყობინება.
მისივე ინფორმაციით, 16 წლის ფეხბურთელის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „ბრაიტონი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემიც“ აკვირდებიან.
„მოწინავე პოზიციაში მიუნხენის „ბაიერნი“ იმყოფება, რომლის 19-წლამდელთა გუნდთანაც თორნიკე კვარაცხელიამ ზაფხულში ივარჯიშა“, - წერს ეკრემ კონური.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია 16 წლისაა და თბილისის „დინამოთან“ კონტრაქტი მას 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „დინამოს“ პირველ გუნდში მან უკვე 13 თამაში ჩაატარა.