დინამო ბათუმი, იბერია 1999
Aa
Aa

მაურიდესის და კირკიტაძის გოლები - ბათუმის დინამომ იბერია 1999-ს მოუგო

Crystalbet ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. ბათუმის დინამომ იბერია 1999-ს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ჭიაბრიშვილის გუნდი გააქტიურდა 62-ე წუთზე მაურიდესმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

ამის შემდეგ, თბილისური კლუბი წონასწორობის აღდგენას ცდილობდა და მომენტებიც შექმნა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

87-ე წუთზე, ლამაზი კომბინაციის შედეგად, კირკიტაძემ გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ, სატურნირო ცხრილში ჭიაბრიშვილის გუნდი რუსთავს გაუთანაბრდა. ორივე კლუბს 43-43 ქულა აქვთ და პირველ/მეორე ადგილს იყოფენ. პირველ პოზიციაზე ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ცეცაძის გუნდია.

აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე მყოფ თბილისის დინამოს 38 ქულა  და ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. გამოტოვებული მატჩების მოგების შემთხვევაში, Crystalbet ეროვნულ ლიგაში ქეცბაიას გუნდი გალიდერდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები