„ხვიჩასთვის ტოპ-30 ცოტაა“ - სიომინმა ოქროს ბურთზე ისაუბრა
მოსკოვის „ლოკომოტივში“, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2026 წელს ჯილდო ქართველმა ვარსკვლავმა უნდა მოიგოს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, კვარაცხელია 30 ნომინანტს შორის დასახელდა.
რას ამბობს სიომინი:
„ვფიქრობ, ხვიჩასთვის ტოპ-30 ცოტაა, რადგან მიმაჩნია, რომ ის ჯილდოს მოსაპოვებლად აშკარა კანდიდატია. ვინაიდან მას ამ წელს საუკეთესო მაჩვენებლები, მოგებული მატჩები და უმაღლეს დონეზე ჩატარებული თამაშების რაოდენობა აქვს, ამიტომ ის ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება. მოიგებს თუ არა - ეგ სხვა საკითხია. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმის ნახვა, რომ მიშელ პლატინიმ და ტონი კროოსმა ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ ხვიჩა საუკეთესო მოთამაშე და ნომერ პირველი პრეტენდენტია. ნებისმიერი ადამიანი, ვინც უყურებს და იცის ფეხბურთი, ხედავს, რომ ხვიჩა ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, რომელმაც ეს ჯილდო უნდა მოიპოვოს“.
ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ტიტული და ამავდროულად, ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველი შემტევი ტიტულისკენ მიმავალ გზაზე პარიზული გუნდის საკვანძო ფიგურა იყო, განსაკუთრებით პლეი-ოფებში. საერთო ჯამში, მან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 16 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.