ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ლამინ იამალი, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

მსოფლიოს საუკეთესო შემტევები | რომელზეა კვარა Kicker-ის გამოკითხვაში

ავტორიტეტულმა გერმანულმა გაზეთმა, Kicker-მა ბუნდესლიგის ფეხბურთელებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და მათ 2025/26 წლის სეზონში მსოფლიოს საუკეთესო შემტევი მოთამაშის დასახელება სთხოვა. Kicker-ის გამოკითხვაში მონაწილეობა 199-მა ფეხბურთელმა მიიღო და მათი რჩეული მაიკლ ოლისე გახდა.

„ბაიერნის“ ფრანგმა გარემარბმა ხმების 33.2 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე „ბარსელონას“ ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი, ლამინ იამალი გავიდა, რომელმაც ხმების 18.6 პროცენტი დააგროვა, მესამე პოზიცია კი ჰარი კეინმა დაიკავა — 14.1%.

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მეხუთე ადგილზეა. „კვარამ“ ხმების 11.6 პროცენტი მიიღო, მისი თანაგუნდელი, უსმან დემბელე კი მეოთხე პოზიციაზეა — 12.6%.

ცნობისთვის, საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების გარდა, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. „კვარა“ Sofascore-მაც გამოარჩია და ტურნირის ტოპ 11 ფეხბურთელს შორის შეიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადამწყვეტი როლი კვლავ კვარამ ითამაშა“ - ბიქსენტ ლიზარაზუ
„გადამწყვეტი როლი კვლავ კვარამ ითამაშა“ - ბიქსენტ ლიზარაზუ