ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„დემბელემ კვლავ ყველაზე მეტად გამაკვირვა“ - ენრიკე მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფაზის წარმატებული სტარტის შემდეგ (პსჟ 6-1 სლოვანი), ლუის ენრიკემ პრესასთან ისაუბრა და თავისი გუნდის რიგებში უსმან დემბელეს თამაში გამოარჩია.

ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს დღეს სათამაშო წუთები არ მიუღიათ, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

„გამოვიდა თუ არა ისეთი საღამო, როგორსაც ვიმედოვნებდი? კმაყოფილი ვარ გულშემატკივრებთან კავშირით, ჩვეულებისამებრ წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო, მინდა ამას ხაზი გავუსვა. ვფიქრობ, რომ დღეს, ბურთის გარეშე თამაშისას, ძალიან კარგი სამუშაო გავწიეთ და ძალიან მაგრად ვითამაშეთ.

დემბელემ კვლავ ყველაზე მეტად გამაკვირვა. როგორი ინტენსივობაა ბურთით და უბურთოდ, როგორც ყოველთვის! ეს ნამდვილი სიამოვნებაა, მომწონს მისი ასეთი ამბიციით ყურება ყოველდღე, წლიდან წლამდე”.

- განაცხადა ენრიკემ.

უსმან დემბელემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს:

„ჩვენ წავაგეთ საფრანგეთის სუპერთასი ლანსში და ჩემპიონატშიც გვიჭირს. მშვენიერი საღამოა და ასე უნდა გავაგრძელოთ, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით. ჩვენ ორჯერ გავხდით ევროპის ჩემპიონები და ყველას ჩვენი დამარცხება უნდა, ძალიან მომთხოვნები უნდა ვიყოთ და ახალმა მოთამაშეებმა სწრაფად უნდა ისწავლონ.

ბევრს არ ვთამაშობდი, არ არის ადვილი დაბრუნება, როცა მხოლოდ 20 ან 45 წუთი გეძლევა... ბედნიერი ვარ, ამჯერად მოედანზე ერთი საათი გავატარე და აუცილებლად უნდა მოგვეგო. სეზონი ცუდად დავიწყეთ და კარგად დაწყება გვჭირდებოდა, განსაკუთრებით ამ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც ასე კარგად ვიცნობთ. ჩემი თამაშითაც კმაყოფილი ვარ, ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩემპიონატშიც პოზიციები უნდა გავიუმჯობესოთ და მაღლა ავიდეთ“.

- განაცხადა დემბელემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები