ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა | კვარაცხელიას ფასი 50 მილიონით გაიზარდა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონი ფენომენალურად ჩაატარა. ქართველმა გარემარბმა „პარი სენ-ჟერმენის“ ტრიუმფში უდიდესი წვლილი შეიტანა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა. „კვარას“ ფასმა ერთბაშად 50 მილიონი ევროთი მოიმატა! კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევრო იყო, ახლა კი ის 140 მილიონ ევროდ არის შეფასებული!

კვარაცხელია მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია. მასზე წინ მხოლოდ ლამინ იამალი (200 მილიონი), ერლინგ ჰოლანდი (200 მილიონი), კილიან მბაპე (200 მილიონი), პედრი (150 მილიონი), მაიკლ ოლისე (150 მილიონი) და ვინისიუს ჟუნიორი (150 მილიონი) არიან. ხვიჩას, ჟოაუ ნევეშის, ჯუდ ბელინგემისა და ვიტინიას საბაზრო ღირებულება ერთნაირია — 140 მილიონი ევრო.

ცნობისთვის, კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ზე 140 მილიონი ევრო არასდროს ყოფილა. აქამდე ხვიჩას მაქსიმუმი 90 მილიონი ევრო გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„70 მილიონ ევროდ საჩუქარი იყო“ | ნეაპოლური გამოცემის სტატია კვარაცხელიაზე
„70 მილიონ ევროდ საჩუქარი იყო“ | ნეაპოლური გამოცემის სტატია კვარაცხელიაზე