გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„მწვრთნელის შეცვლის მიუხედავად, ალისონს არსად უშვებენ“ - რომანო

ცნობილი სატრანსფერო ინსაიდერი ფაბრიციო რომანო „ლივერპულის“ მეკარეების საკითხს კიდევ ერთხელ უბრუნდება. იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, „წითლების“ მეკარე ალისონ ბეკერი ამ ზაფხულს „ენფილდს“ არ დატოვებს.

რომანოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან არნე სლოტი გაათავისუფლა, ალისონთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ეს არ აისახება. კლუბის მენეჯმენტი ბრაზილიელ მეკარეს ხელშეუხებლად მიიჩნევს და მომდევნო სეზონში კვლავ პირველ მეკარედ მოიაზრებს.

გამოცემა talkSPORT-ის ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ „ლივერპულს“ ზაფხულში მოჰამედ სალაჰი და ენდი რობერტსონი დატოვებენ, კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს, გასახდელს კიდევ ერთი ვეტერანი, ალისონ ბეკერი გამოაკლდეს.

ალისონთან დაკავშირებით „მერსისაიდელთა“ ასეთი პოზიცია გზას უხსნის გიორგი მამარდაშვილს შესაძლო ტრანსფერს. როგორც ბრიტანული მედია წერს, ქართველი მეკარე სათამაშო დროის მისაღებად იჯარის სხვა კლუბში გადასვლას განიხილავს.

აქვე გეტყვით, რომ დიდი ალბათობით, არნე სლოტს „ლივერპულის“ სათავეში ანდონი ირაოლა შეცვლის, რომელიც 3 წლის განმავლობაში „ბორნმუთს“ წვრთნიდა და „ალუბლები“ ისტორიაში პირველად „ევროპა ლიგაზე“ გაიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფენერბაჰჩემ ლივერპულს მამარდას საკითხზე მიმართა“ - თურქული მედია
„ფენერბაჰჩემ ლივერპულს მამარდას საკითხზე მიმართა“ - თურქული მედია