ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, რუმინეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„კვარაცხელია საოცარი ფეხურთელია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს...“ - რუმინელების პრესკონფერენცია

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გეორგე ჰაჯიმ და ფეხბურთელმა, რადუ დრაგუშინმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

დრაგუშინი:

გუნდი კვლავ ძალიან შეკრულია, განსაკუთრებით კვალიფიკაციის მიღმა დარჩენის შემდეგ. ვიცით, რომ ეს იმედგაცრუება იყო და გვინდა, ჩვენს ფანებსა და გულშემატკივრებს რაც შეიძლება მეტი სიხარული მივანიჭოთ. ეს არის ერთიანი, მოტივირებული, ენთუზიაზმით სავსე ჯგუფი, რომელიც მომავალს ოპტიმიზმით უყურებს. ჩვენ შევძლებთ გუნდის შენებას და მომავალში მაქსიმალურად დამაჯერებელი თამაშის ჩვენებას. ყველა მწვრთნელს თავისი ხასიათი და იდეები აქვს, თითოეულს რაღაც სიახლე შემოაქვს გუნდში. შევამჩნიე, რომ ის ძალიან ემოციური და საქმეზე შეყვარებული მწვრთნელია, მთელ სულსა და გულს დებს. სურს, რომ ვარჯიშებზე ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გამოვიდეს და ჩვენს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად გავიაზრებთ ამ ყველაფერს.

რთული იქნება მსოფლიო ჩემპიონატის ტელევიზორში ყურება?

დიახ, კვლავ მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ჩვენც იქ არ ვართ, განსაკუთრებით უახლოეს პერიოდში, როცა თამაშები დაიწყება. მაგრამ ეს არის ახალი დასაწყისი, ახალი ციკლი. წინ ვიყურებით და ფოკუსირებულები ვართ მომდევნო მიზნებზე — ერთა ლიგასა და შემდეგი ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე. ამავდროულად, აუცილებელია შევინარჩუნოთ იგივე ატმოსფერო და ერთიანობა, და თითოეულმა ჩვენგანმა გუნდს საკუთარი წვლილი უნდა შემატოს.

რას ეტყოდი გულშემატკივრებს?

ჩემი სათქმელი გულშემატკივრებისთვის ისაა, რომ კვლავაც ირწმუნონ ჩვენი და განაგრძონ მხარდაჭერა. ვგრძნობთ ამას, ეს ძალიან გვეხმარება; ასევე, კარგად ვიგრძენით მათი იმედგაცრუებაც, რადგან პირველები სწორედ ჩვენ დავრჩით იმედგაცრუებულნი. თუმცა, ამ ყველაფერს როგორც ახალ დასაწყისს, ისე უნდა შევხედოთ და ახლა ერთმანეთი გვჭირდება. უნდა გავაგრძელოთ წინსვლა რუმინეთისთვის და ყველგან მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ.

ჰაჯი:

„საქართველო შეკრული გუნდია, რომელსაც ბოლო წლებში ძალიან კარგი გამოცდილება დაუგროვდა. გუნდი ძალიან გაიზარდა და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ. ჩემი გადმოსახედიდან, ეს არის გუნდი, რომელსაც უყვარს ბურთის ფლობა და ძალიან სახიფათოა სწრაფ შეტევებში. ორივე ფაზაში ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, კარგად უნდა ვითამაშოთ და ვეცადოთ, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს.

როგორც ყოფილი ფეხბურთელი, ყოველთვის ვცდილობდი, ერთ-ერთი საუკეთესო ვყოფილიყავი. ახლა უკვე მრავალი წელია მწვრთნელის პოზიციაზე ვარ. ჩემი როლია, ფეხბურთელები უკეთესები გავხადო. ამჟამად ჩემი მთავარი მიზანიც სწორედ ეგ არის — გავზარდო ისინი და გავხადო იმაზე უკეთესები, ვიდრე აქამდე იყვნენ.

რა თქმა უნდა, გყავთ არაჩვეულებრივი ფეხბურთელი (რედ. — ხვიჩა კვარაცხელია), რომელიც საოცარ დონეზე თამაშობს. მოიგო ორი ჩემპიონთა ლიგა და ბოლო ორი წელია მთავარი ფიგურაა — დაუჯერებელი მოთამაშეა. ვფიქრობ, მისით ამაყობთ.

კვარაცხელიაზე ბრწყინვალე ფეხბურთელია. არაჩვეულებრივია, ნამდვილი 10 ნომერი, შემტევი, რომელსაც გოლიც გააქვს და საგოლე პასიც შეუძლია. წლიდან წლამდე იზრდება, ახლა უკვე მეტი გამოცდილება აქვს და ამ მომენტისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მისი ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ მემარჯვენეა და ეგ არ მომწონს. რა თქმა უნდა, ვხუმრობ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი სექტემბრის მატჩებია, ხვიჩა რუმინეთთან არ იქნება“ | სანიოლის პრესკონფერენცია
„მთავარი სექტემბრის მატჩებია, ხვიჩა რუმინეთთან არ იქნება“ | სანიოლის პრესკონფერენცია