პსჟ ლუის ენრიკესთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს | რომანო
ესპანელი მწვრთნელი ლუის ენრიკე და „პარი სენ-ჟერმენი“ უახლოეს მომავალში თანამშრომლობის გახანგრძლივებას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი და ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
სპეციალისტს სურს, მომავალშიც გააგრძელოს პარიზული კლუბის განვითარებაზე ზრუნვა და მიზნად ისახავს მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი კიდევ ერთხელ მოიგოს. პარიზელთა ხელმძღვანელობა მწვრთნელთან ერთად, უკვე განიხილავს კლუბის სტრატეგიას ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე პსჟ-ში 2023 წლის ზაფხულიდან მუშაობს. ამ პერიოდში სპეციალისტმა გუნდს ორჯერ მოაგებინა საფრანგეთის თასი და სამჯერ — ქვეყნის სუპერთასი.
გარდა ამისა, ესპანელის ხელმძღვანელობით, პარიზელებმა ორჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, მოიპოვეს უეფას სუპერთასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი.