დილამ ვირტუსი გამოთიშა და შემდეგ ეტაპზეა | მეტოქე კვიპროსული აპოლონია
Aa
Aa

დილამ ვირტუსი გამოთიშა და შემდეგ ეტაპზეა | მეტოქე კვიპროსული აპოლონია

უეფა-ს კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩში სან-მარინოს „ვირტუსმა“ გორის „დილა“ 1:0 დაამარცხა. 55-ე წუთზე გორული გუნდი მოედანზე 10 კაცით დარჩნა, მსაჯმა წითელი ბარათი ანოფს უჩვენა. მატჩის ძირითად დროს დამატებულ მესამე წუთზე ელია ჩაჩიმ გოლი გაიტანა, თუმცა ეს „ვირტუსისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნდა. ვინაიდან „დილამ“ პირველი შეხვედრა 3:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე სწორედ ქართული კლუბი გავიდა.

„დილას“ რიგებში საუკეთესო იყო მეკარე დავით კერესელიძე, რომელმაც რთული დარტყმები მოიგერია და გუნდი გოლისგან არაერთხელ იხსნა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელთა მეტოქე კვიპროსული „აპოლონი“ იქნება. პირველი მატჩი გორში 23 ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი კვიპროსზე 30 ივლისს შედგება.

სასიხარულო ფაქტია, რომ ევროტურნირების პირველი ეტაპი სამმა ქართულმა გუნდმა გადალახა: საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ ასპარეზობას „ფლორა“ გამოთიშა, „დინამომ“ — ლუქსემბურგული „მონდორფი'', ხოლო „დილამ“ — „ვირტუსი“. რაც შეეხება ქუთაისის „ტორპედოს'', იმერული კლუბის გამოსვლა კატასტროფული იყო,  აზერბაიჯანულმა „ზირამ'' ორივე მატჩში სამი გოლი გაუტანა და საერთო ჯამში ტორპედო 0:6 განადგურდა.

მსგავსი სიახლეები