დინამო თბილისი, თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

დინამომ მაინც გვანერვიულა - ქეცბაიას გუნდი მომდევნო ეტაპზეა

კოკნფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, „დინამო თბილისი“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლუქსემბურგულ „მონდორფს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში კი 3:2 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

თემურ ქეცბაიას გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და შეეძლო, თამაშის ბედი ადრეც გადაეწყვიტა, თუმცა რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, მათ შორის 65-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი, რომელიც თორნიკე კვარაცხელიამ მოიპოვა და ბამ შეასრულა, თუმცა გვინეელ შემტევს მეკარემ აჯობა.

86-ე წუთზე სტუმრებმა კუთხურიდან გოლის გატანა შეძლეს და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრეს. საგულისხმოა, რომ „მონდორფს“ მომენტუმი მხოლოდ ამ გოლის შემდეგ ჰქონდა და ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე მომენტი შექმნა, მაგრამ საბედნიეროდ, ანგარიშის შეცვლა ვეღარ შეძლო და მატჩი დამატებით ტაიმებში გადავიდა.

„დინამომ“ გადამწყვეტი გოლის გატანა 111-ე წუთზე შეძლო. ბაზე უხეშობის გამო მთავარმა მსაჯმა ლუქსემბურგელთა კარში კიდევ ერთი პენალტი დანიშნა, რომელიც ამჯერად ნიკა ნინუამ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ორი მატჩის ჯამში კი „დინამო“ 3:2 დააწინაურა. საბოლოოდ, ნინუას გოლი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თემურ ქეცბაიას გუნდი ლიეტუვურ „ჟალგირისს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქვილითაიას ეფექტური გოლი | ავსტრიულ შეკრებაზე ალ-აჰლის გაუტანა
ქვილითაიას ეფექტური გოლი | ავსტრიულ შეკრებაზე ალ-აჰლის გაუტანა