ქვილითაიას ეფექტური გოლი | ავსტრიულ შეკრებაზე ალ-აჰლის გაუტანა
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის „ჰოლშტაინ კილმა'' ავსტრიულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩში საუდის არაბეთის კლუბ „ალ-აჰლის'' 4:1 მოუგო. ტიმ ვალტერმა კილის სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია ათამაშა, რომელმაც პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე შეაგდო და გუნდი დააწინაურა - 2:1.
შესვენების შემდეგ ვალტერმა შემადგენლობები შეცვალა და ქვილითაიას აღარ უთამაშია. გოლამდე ქართველ ფორვარდს კარისკენ დარტყმის ორი მცდელობა ჰქონდა, პირველად ააცილა, მეორედ კი დაუფარეს.
ცნობისთვის, ქვილითია „მეცში“ ზამთარში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებს მისი გაგრძელების უფლება ჰქონდათ თუ „მეცი“ უმაღლეს დივიზიონში დარჩებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა და 32 წლის თავდამსხმელი გერმანულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.