“ყველაფერი მწვრთნელის გადაწყვეტილებიდან დაიწყო“ - რუნის და შირერის შეფასება
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს - ინგლისი არგენტინის წინააღმდეგ.
გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა. ალბისელესტემ საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და მუნდიალის ფინალში ზედიზედ ორჯერ გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კრიტიკულები იყვნენ ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავები უეინ რუნი და ალან შირერი.
რა თქვა რუნიმ?
„გუნდი უბრალოდ ჩამოიშალა. ყველაფერი მწვრთნელის გადაწყვეტილებებიდან დაიწყო. გუნდი ზედმეტად პასიურად თამაშობდა. მსოფლიო ჩემპიონებთან ასეთი მიდგომა არ გაგივა. ეს ჩვენი ყველაზე სერიოზული გამოცდა იყო და მასში ჩავიჭერით.
რატომ დაიხია გუნდმა უკან, როცა მატჩს მთლიანად ინგლისი აკონტროლებდა? რა საჭირო იყო ეს ამ დროს, ამ ანგარიშზე და ამ ეტაპზე? ეს წაგება მეორე ტაიმში განხორციელებული ტაქტიკური ცვლილებების ბრალია.“
რა თქვა შირერმა?
„ნორვეგიასთან ან მექსიკასთან (მერვედფინალში) თავის დაცვა ერთია, მაგრამ არგენტინა სულ სხვა დონის გუნდია. მათ გაცილებით მაღალი ხარისხი აქვთ ბურთთან ურთიერთობაში და საკმარისი კლასი, რომ ნებისმიერი შეცდომის გამო დაგსაჯონ.
ტუხელმა თავისი კარტები ძალიან ადრე გახსნა და ეს საბოლოოდ მის წინააღმდეგ შემოტრიალდა.“
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო მესამე ადგილისთვის ინგლისი საფრანგეთის წინააღმდეგ იბრძოლებს.