ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

ორი მატჩის ჯამში 0:6 - ტორპედოს სამარცხვინო გამოსვლა კონფერენს ლიგაზე

უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსა“ და აზერბაიჯანულ „ზირას“ შორის ამჯერადაც მეტოქის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

„ტორპედომ“ ევროსარბიელზე გამოსვლა სამარცხვინოდ დაასრულა და ჯამში 0:6 დამარცხდა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, სტუმრებმა პირველი ტაიმი აიდინისა და სეიდიევის გოლებით 2:0 მოიგეს და განმეორებით დაპირისპირებას აზრი თავიდანვე დაუკარგეს.

მეორე ტაიმში ერენ აიდინმა დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, ქუთაისურმა კლუბმა ევროსარბიელზე გამოსვლა სამარცხვინოდ დაასრულა.

 

ამ წუთებში პარალელურად თბილისის „დინამო“ ლუქსემბურგულ „მონდორფს“ მასპინძლობს, ჯერჯერობით უგოლო ფრეა. პირველი შეხვედრა თემურ ქეცბაიას გუნდმა სტუმრად 2:1 მოიგო.

ჩვენი დროით 23:00-ზე ითამაშებს გორის „დილა“, რომელიც ასევ სტუმრად ითამაშებს. მათი მეტოქე სან მარინოს „ვირტუსი“ იქნება, რომელსაც შინ 3:1 მოუგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები