ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემი: “იმედგაცრუებისგან თავიც კი არეული მაქვს, ბოდიშს გიხდით“.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს - ინგლისი არგენტინის წინააღმდეგ.

გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა. ალბისელესტემ საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და მუნდიალის ფინალში ზედიზედ ორჯერ გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, სამის ლომის ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა კომენტარი გააკეთა.

ბელინგემი:

„ვფიქრობ, ამ გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, მაგრამ ახლა გულგატეხილები ვართ. მინდოდა, ინგლისის იმ ნაკრების წევრი ვყოფილიყავი, რომელიც ბოლოს და ბოლოს მიზანს მიაღწევდა და ამ ბარიერს გადალახავდა. ახლა კი აქ ვდგავარ და გულშემატკივრებს ისევ იმავეს ვეუბნები, რასაც წლების განმავლობაში ისმენდნენ. ეს მართლაც ძალიან მტკივნეულია.

ვისურვებდი, კიდევ ერთი ან ორი გამარჯვება მაინც მეჩუქებინა მათთვის, მაგრამ ამ წუთში იმედგაცრუებისგან თავიც კი არეული მაქვს, ამიტომ ბოდიშს გიხდით.

მესი? უნდა ვთქვა, რომ 39 თუ 40 წლის ასაკში კვლავ ამ დონეზე თამაში უბრალოდ განსაკუთრებულია. ​ადამიანები მას ტელევიზორში უყურებენ და ჰგონიათ, რომ ესმით, რამდენად კარგია ის, მაგრამ როდესაც მოედანზე რეალურად მის წინააღმდეგ თამაშობ, ეს სრულიად სხვა რამ არის.“

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო მესამე ადგილისთვის ინგლისი საფრანგეთის წინააღმდეგ იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს გუნდი იმედს არასდროს გაგიცრუებთ, წინ კიდევ ერთი თამაში გვაქვს“ | მესის კომენტარი
„ეს გუნდი იმედს არასდროს გაგიცრუებთ, წინ კიდევ ერთი თამაში გვაქვს“ | მესის კომენტარი