ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

ენრიკე განსაკუთრებული მწვრთნელი და პიროვნებაა | პსჟ-ს პრეზიდენტის კომენტარი

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია - ზედიზედ მეორედ ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მოიგო. ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართული პსჟ-სა და ლონდონის არსენალის მატჩი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა, პარიზელებმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხეს - 1:1 (4:3).

მატჩის შემდეგ პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა მედიასთან ისაუბრა: „დღეს ისტორიული დღეა, ერთ-ერთი საყვარელი დღე ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ვამაყობ ამ გუნდით. ყველა ეჭვქვეშ აყენებდა ჩვენს შესაძლებლობებს, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა ჩვენი ფეხბურთელების და პერსონალის. ლუის ენრიკე ძალიან, ძალიან განსაკუთრებული მწვრთნელი და პიროვნებაა. ის საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. მან გუნდთან ერთად საოცარი სამუშაო შეასრულა.

პირველი ტაიმის შემდეგ ჩემს ბიჭებს ვუთხარი: 'ჩვენ მოვიგებთ'. გპირდებით, ეს მატჩამდეც ვიგრძენი. მე ვიცნობ ჩვენს გუნდს. ეს მათ თვალებში დავინახე. ეს გამარჯვება მხოლოდ პსჟ-სთვის არ არის, ის ყველასთვისაა, ვისაც ფეხბურთის ყურება უყვარს. თუმცა, არსენალს არ გაუმართლა. ისინიც შესანიშნავი გუნდი არიან და დიდი პატივისცემა მათ მიმართ.“

ამგვარად, პსჟ მადრიდის რეალის შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო. შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარიზულმა გუნდმა მილანის ინტერი 5:0 გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა: “ბევრი ვიმუშავეთ და შედეგიც მივიღეთ“
კვარა: “ბევრი ვიმუშავეთ და შედეგიც მივიღეთ“