ლიონელ მესი, ჩაბი ალონსო, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„იმაზე კარგად თამაშობს, ვიდრე ველოდებოდით“ - ალონსომ მესი შეაქო

ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ, რომელსაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ლიონელ მესის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია, მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელის საუცხოო თამაში შეაფასა.

„მართალი გითხრათ, იმაზე კარგად თამაშობს, ვიდრე ჩვენ ყველანი ველოდებოდით. ის ძალიან კარგ ფორმაშია. ლიდერის თვისებები მას ყოველთვის ჰქონდა, ახლა კი ის ძალიან ეფექტურად მოქმედებს.

მესი ძალიან ჭკვიანია - როდესაც ის ხედავს, რომ საჯარიმოსთან თავისუფალი სივრცე არაა, ფლანგზე გადადის და გოლების გატანის ნაცვლად საგოლე გადაცემების გაკეთებაზე ფიქრობს.

სწორედ ეს ვიხილეთ ჯერ ეგვიპტესტან, შემდეგ კი ინგლისთან. უნდა ვისიამოვნოთ ამ ფეხბურთელით, სანამ ის კარიერას არ დაამთავრებს“.

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს არგენტინა ესპანეთს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაუპირისპირდება, ლიონელ მესისთვის კი ეს კარიერაში მუნდიალის მესამე ფინალი იქნება. ამ მაჩვენებლით არგენტინელი კაფუს მიღწევას გაიმეორებს - ბრაზილიელმა მცველმა 1994, 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ფინალებში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლინეკერი: “არგენტინამ აჩვენა, რატომ არის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი“
ლინეკერი: “არგენტინამ აჩვენა, რატომ არის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი“