იბერია 1999, ზვიად ნაჭყებია, ბაქარ ქარდავა, გიორგი ჯინჯოლავა
Aa
Aa

ნაბიჯი მომდევნო ეტაპისკენ - იბერიამ ფლორა დაამარცხა

უეფას ჩემპიონთა ლიგის საწყისი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში „იბერიამ“ ტალინში ადგილობრივი „ფლორა“ 3:2 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში გასვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. უნდა აღინიშნოს, მთელი შეხვედრის განმავლობაში საქართველოსა და ესტონეთის ჩემპიონს შორის კლასში სხვაობა იგრძნობოდა და ანდრეი დემჩენკოს შეგირდებმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმის 3-წუთიან მონაკვეთში სტუმრები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ - ჯერ დადიანი-ბედოშვილის მიერ გათამაშებული კომბინაცია ბრწყინვალე დარტყმით ზვიად ნაჭყებიამ დაასრულა, ხოლო შემდეგ ნიკოლოზ სიხარულაშვილის მოპოვებული 11-მეტრიანი გოლად გუნდის კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ აქცია. 28-ე წუთზე ვლადისლავ კრეიდამ ერთი ბურთი გაქვითა და მართალია პირველი ნახევრის მიწურულს სიხარულაშვილმა სტატუს-კვო აღადგინა, მაგრამ მისი გოლი გაუქმდა და პირველი ნახევარი „იბერიამ“ მინიმალური სხვაობით მოიგო.

მე-60 წუთზე მასპინძლების მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რადგან VAR-ზე გადამოწმების შემდეგ არბიტრმა აირონ კოლოს ყვითელი ბარათი წითლად გადააკეთა და „ფლორა“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მიუხედავად ამისა, რომ სანდერ ალამამ წონასწორობა აღადგინა, რასაც წესით საქართველოს ჩემპიონი შოკში უნდა ჩაეგდო, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა და ამ გოლიდან მომდევნო შეტევაშივე ქართველები ისევ დაწინაურდნენ - ცვლილებაზე შესული გიორგი კუციას კუთხურს ბაქარ ქარდავას ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა და 2:3.

 შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში საქართველოს დედაქალაქში ჩატარდება, რომელსაც თბილისის „მიხეილ მესხის“ სტადიონი უმასპინძლებს და მატჩი 14 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთი და ბარსასთან ერთად ლიგის მოგება | ბართიშვილის ვრცელი ინტერვიუ
ოქროს ბურთი და ბარსასთან ერთად ლიგის მოგება | ბართიშვილის ვრცელი ინტერვიუ