გორის დილა
Aa
Aa

ევროტურნირების დაწყებამდე - დილამ ნორვეგიელი თავდამსხმელი დაიმატა

გორის დილა ევროტურნირების დაწყებამდე შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს. კლუბის მორიგი ახალწვეული 25 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ფრანკლინ ნიენეტუა გახდა.

ფრანკლინმა საფეხბურთო კარიერა ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, როსენბორგის აკადემიაში დაიწყო, სადაც ასაკობრივი გუნდების სრული გზა გაიარა. ამის შემდეგ ის სამშობლოში სხვადასხვა კლუბში ასპარეზობდა და პროფესიონალურ დონეზე გამოცდილება დააგროვა.

ნორვეგიელი ფეხბურთელი უნივერსალური შემტევია. მას შეუძლია როგორც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში, ასევე შეტევის მარცხენა და მარჯვენა ფლანგებზე მოქმედებაც, რაც გორის გუნდის სამწვრთნელო შტაბს შეტევაში მეტ ტაქტიკურ ვარიანტს მისცემს.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილა“ ახალ სეზონს უეფას კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს. ქართველი კლუბი პირველ შეხვედრაში ვირტუსს დაუპირისპირდება. მატჩი 9 ივლისს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც „დილა“ ევროტურნირებზე წარმატებული სტარტის აღებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები