„როდესაც ანგარიში გავათანაბრეთ, მეგონა მოვიგებდით, მაგრამ...“ - ფლორას მეკარე
„ზირასა“ და „ტორპედოს“ შორის საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს, ქუთაისში გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, „იბერია 1999“ სტუმრად ესტონურ „ფლორას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 გაიმარჯვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ესტონურ მედიაში „ფლორას“ მეკარის, ევერტ გრიუნვალდის კომენტარი გავრცელდა, რომელშიც განვლილ მატჩს აფასებს:
„ვფიქრობ, ხარისხობრივი სხვაობა ესტონეთის უმაღლეს ლიგასთან შედარებით, პატარა შოკი აღმოჩნდა. მინდა ვთქვა, რომ ამას ველოდით და მზად ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, ისეთი თამაში არ გამოგვივიდა, როგორიც გვსურდა“.
„ინდივიდუალურად, ყველა ცოტათი დაგვიანებულად ვმოქმედებდით და ოდნავ რბილად ვთამაშობდით. პირველივე წუთიდან იდეალურად არ ვიყავით მზად და მხოლოდ მეორე ტაიმის შუაში ავთამაშდით.“
„მეორე თამაშში ნამდვილად უფრო მზად ვიქნებით! მაგრამ, დიახ, ყველამ საკუთარ თავს უნდა შევხედოთ, რათა საპასუხო მატჩში იგივე არ განმეორდეს.“
„ემოციები შერეულია: კმაყოფილები ვერ ვიქნებით, მაგრამ არც მთლად იმედგაცრუებულები ვართ, რადგან თავიდან თამაში ვერ ავაწყვეთ, თუმცა ბოლოს ეს შევძელით. განწყობა ოპტიმისტურია – მეორე მატჩისთვის ყველაფერი შესაძლებელია.“
„როდესაც ალამაამ ანგარიში 2:2 გახადა, ისეთი განცდაც კი გაჩნდა, რომ დღეს გავიმარჯვებდით, მაგრამ ეს ფეხბურთია: ერთი სტანდარტული სიტუაცია და უკვე მარცხდები.“
„საბოლოოდ, ამის შემდეგ შევძელით ძალების მოკრება და არ დავშლილვართ. ბოლომდე საკმაოდ სოლიდურად ვითამაშეთ. ქედს ვიხრი იმ ბიჭების წინაშე, რომლებიც მოედანზე იბრძოდნენ. ჩანდა, რომ იოლი არაფერი ყოფილა და ყველამ მთელი თავისი ძალები მოედანზე დატოვა. კაცნაკლულები ვიყავით, მაგრამ გუნდმა შეუპოვრად ითამაშა.“
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი თბილისში, 14 ივლისს გაიმართება.