დირკ შუსტერი, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

„საპასუხო მატჩში მაქსიმუმს გავაკეთებთ“ - შუსტერი ზირასთან მარცხის შემდეგ

უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად „ზირას“ დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა განვლილი მატჩი შეაფასა და წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

დირკ შუსტერი:

„მეტოქე ძალიან ძლიერია. ჩვენი თამაშის ჩვენება ვერ შევძელით. საპასუხოდ კი „ზირამ“ ძალიან კარგად ითამაშა. 30 წუთის შემდეგ მატჩზე კონტროლი დავკარგეთ. ვფიქრობდით, რომ მინიმუმ ერთ ბურთს გავუშვებდით. ფავორიტმა გუნდმა გაიმარჯვა. მესამე გოლის შემდეგ ფსიქოლოგიურად გავტყდით. ერთი გოლის გატანაც კი ვერ მოვახერხეთ. თუმცა, ფეხბურთში ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს“.

„აზერბაიჯანში რთული მატჩის შემდეგ ჩამოვედით. ფეხბურთელებს დაღლილობაც ეტყობოდათ. ერთი კვირის შემდეგ საპასუხო შეხვედრა გაიმართება და ვეცდებით, სულ სხვაგვარი თამაში ვაჩვენოთ. სამი გოლის გატანა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს, ქუთაისში გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაბიჯი მომდევნო ეტაპისკენ - იბერიამ ფლორა დაამარცხა
ნაბიჯი მომდევნო ეტაპისკენ - იბერიამ ფლორა დაამარცხა