ილია თოფურია, შონ ომალი, ალექს პერეირა, ჯოშ ჰოკიტი
Aa
Aa

„ალბათ, უნდა ჩავრეულიყავი, მაგრამ...“ - ომალიმ თოფურია-ჰოკიტის ინციდენტი გაიხსენა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შონ ომალიმ UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციაზე, ილია თოფურიას, ალექს პერეირასა და ჯოშ ჰოკიტის ინციდენტი გაიხსენა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ჰოკიტი და თოფურია არ გააშველა.

ცოტა ხნის წინ, ჯოშ ჰოკიტმა სოციალურ ქსელში ომალი უმოქმედობის გამო გააკრიტიკა, „შუგამ“ ამასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ვიცი, რომ მთელი ეგ მომენტი ვირუსულად გავრცელდა და არ მინახავს, რას ამბობდა ჰოკიტი. დიახ, ალბათ ასეც უნდა მოვქცეულიყავი. როცა ალექს პერეირასთან ასე ახლოს ხარ, ნამდვილად არ ფიქრობ ისე, რომ „მოდი, რაღაც სისულელეებს ვიტყვი“. უფრო ვფიქრობდი, აქვე ვიჯდები და ხმას არ ამოვიღებ-მეთქი“.

„გონებაში ის მიტრიალებდა, რომ თუ არაფერს გავაკეთებდი და უბრალოდ მშვიდად ვიჯდებოდი, ეს ძალიან სასაცილო გამოჩნდებოდა. დაახლოებით ასეთი იყო ჩემი აზროვნების პროცესი და ასეც გამოვიდა“.

„მაგრამ ჰოკიტი მართალი იყო. შემეძლო ხმა ამომეღო და რამე მეთქვა. არაფერი მახსენდება, მაგრამ ხმის ამოღება ნამდვილად შემეძლო, შემეძლო მის უკან დავმდგარიყავი და ისე დამეწყო თრეშ-თოლქი“.

შეგახსენებთ, რომ UFC Freedom 250 14 ივნისს გაიმართება. ღონისძიების მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი იქნება. ამავე ქარდზე ალექს პერეირა სირილ განს დაუპირისპირდება, შონ ომალი კი აიმან ზაჰაბის შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსუბუქ წონაში ილიას დრო დადგა“ - მახაჩევმა ქართველზე ისაუბრა
„მსუბუქ წონაში ილიას დრო დადგა“ - მახაჩევმა ქართველზე ისაუბრა