ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კაპელო
Aa
Aa

„კვარას გარეშე გოლს ვერ გაიტანდნენ“ | კაპელომ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა

იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა. „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა და კაპელოს აზრით, ხვიჩა კვარაცხელია რომ არა, გამარჯვება „მეთოფეებს“ დარჩებოდათ.

„ძალიან ტაქტიკური შეხვედრა იყო. არსენალი დაცვაში თამაშობდა, პარი სენ-ჟერმენი კი უფრო გუნდურად ასპარეზობდა. ფრანგები ბურთს კარგად ანაწილებდნენ, მაგრამ კვარაცხელიას გარეშე, არსენალის კარში გოლის გატანა ძალიან გაუჭირდებოდათ.

მეთოფეებმა, დაცვაში ნაჩვენები თამაშით, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს. ამ მატჩის შემდეგ მივხვდი, მიმდინარე სეზონში არსენალმა ასეთი ცოტა გოლი რატომ გაუშვა.“

ცნობისთვის, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ფინალში მან პენალტი მოიპოვა, რომელიც უსმან დემბელემ გამოიყენა. „მეთოფეებმა“ თერთმეტმეტრიანების სერია 3:4 დათმეს და პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო შემტევები | რომელზეა კვარა Kicker-ის გამოკითხვაში
მსოფლიოს საუკეთესო შემტევები | რომელზეა კვარა Kicker-ის გამოკითხვაში