იანიკ სინერი
Aa
Aa

სინერი რეკორდებით ფინალში გავიდა - 32 სეტი და 16 მატჩი

იანიკ სინერი მაიამის საჩოგბურთო მასტერსის ფინალში ითამაშებს. ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე იტალიელმა ჩოგბურთელმა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი ორ სეტში 6:3, 7:6 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ჩეხი ირჟი ლეჰეჩკა იქნება.

ზვერევისა და სინერის შეხვედრა 1 საათსა 52 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში იანიკმა 15 ეისი შეასრულა, არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია და ოთხიდან ერთი ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო. რაც შეეხება გერმანელ ჩოგბურთელს, ზვერევის ანგარიშზე 5 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა იყო, ორი ბრეიკ-პოინტიდან კი მან ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

ცნობისათვის, მასტერსებზე იანიკ სინერს ზედიზედ 16-მატჩიანი და 32-სეტიანი წაუგებელი სერია აქვს, მთლიანობაში ყველა ტურნირზე გამართული უკანასკნელი 35 შეხვედრიდან კი 33 მისი გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ძალიან მაღიზიანებენ, რით ვერ გაიგეს“ - როდიკმა ჯოკოვიჩი დაიცვა
    „ძალიან მაღიზიანებენ, რით ვერ გაიგეს“ - როდიკმა ჯოკოვიჩი დაიცვა