ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

46 უნებლიე შეცდომა | ბასილაშვილი მაიამის მასტერსს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსს გამოეთიშა. პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი მარიანო ნავონეს დაუპირისპირდა და მსოფლიოს 61-ე ჩოგანთან ორ სეტში დამარცხდა — 6:7(7:9), 3:6.

პირველი სეტის დიდი ნაწილი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ჩოგბურთელები თავიანთ მოწოდებაზე უშეცდომოდ თამაშობდნენ. 5:4-ზე ბასილაშვილს ორმაგი სეტპოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი გამოიყენა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა.

ტაიბრეიკზე ნიკოლოზმა 3 სეტპოინტი მიიღო, მაგრამ პარტია ვერ დახურა და 7:9 დამარცხდა. მეორე სეტში გადამწყვეტი მერვე გეიმი აღმოჩნდა. 3:4-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარი მოწოდება წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ნავონესთან მატჩში ბასილაშვილის მთავარი პრობლემა უნებლიე შეცდომები იყო. ნიკომ 46! უნებლიე შეცდომა დაუშვა, როცა მის მეტოქეს მხოლოდ 15 ჰქონდა. ნიკოლოზმა 5-დან ვერც ერთი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა, არგენტინელს კი ბრეიკის შანსი ერთხელ ჰქონდა და მიზანს მიაღწია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ხუმრობა მეგონა, როცა კვარას სარი დაუყენეს“ | დიუგარი ჩელსი-პსჟ-ზე
    „ხუმრობა მეგონა, როცა კვარას სარი დაუყენეს“ | დიუგარი ჩელსი-პსჟ-ზე