ხვიჩა კვარაცხელია, კრისტოფ დიუგარი
Aa
Aa

„ხუმრობა მეგონა, როცა კვარას სარი დაუყენეს“ | დიუგარი ჩელსი-პსჟ-ზე

კრისტოფ დიუგარი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა“ „ჩელსი“ 8:2 გაანადგურა. დიუგარი ლუის ენრიკეს გუნდის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა და ლიამ როსენიორი გააკრიტიკა.

„საოცრება იყო. ტოპ დონის მწვრთნელი, ბრწყინვალე თამაში და დამარცხებული „ჩელსი“. მათ ჩემპიონთა ლიგა რომ ვერ მოიგონ, ხელს მოვიჭრი, გეუბნებით... ბრავო „პარი სენ-ჟერმენს“! ფანტასტიკური გამოსვლა იყო — პირველი შეხვედრა, მეორე შეხვედრა... „ჩელსიზე“ ბევრად უკეთესები იყვნენ და დამსახურებულად გავიდნენ.

„ჩელსიმ“ მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრა წააგო. რა გინდათ, რომ ვთქვათ? ნახეთ, „პარი სენ-ჟერმენთან“ რა მოხდა? წინა კვირას მათმა მეკარემ მეტოქეს ორი გოლი აჩუქა, ახლა კი იგივე განაპირა მცველებმა გააკეთეს. „ჩელსი“ საშუალო დონის გუნდია. ბოლო ორ შეხვედრაში „ჩელსი“ სწორედ ასეთი იყო და „პსჟ“-ს ინგლისის საუკეთესო გუნდი არ დაუმარცხებია.

პირველი თამაშის შემდეგ როსენიორის მიერ გაკეთებული კომენტარი ძალიან კარგად მახსოვს — თქვა, პრემიერ ლიგაში კვარაცხელიასა და ბარკოლასნაირი ფეხბურთელები არ გვყავსო, შემდეგ კი ადგა და სარი დააყენა. როდესაც დავინახე, რომ კვარაცხელიას წინააღმდეგ მარჯვენა მცველად სარი დააყენა, ხუმრობა მეგონა. რის გაკეთებას ცდილობდა? მეორე შეხვედრა ხუთი წუთის გასვლის შემდეგ უკვე დასრულებული იყო.“

შეგახსენებთ, რომ „კვარამ“ ანგარიში მამადუ სარის შეცდომის შემდეგ გახსნა და ორმატჩიანი დუელის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. „პარი სენ-ჟერმენმა“ „სტემფორდ ბრიჯზე“ 3:0 მოიგო, „პარკ დე პრენსზე“ — 5:2 და მეოთხედფინალში „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გასაოცარი ფიზიკა აქვს“ | საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კვარაზე
„გასაოცარი ფიზიკა აქვს“ | საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კვარაზე