„გასაოცარი ფიზიკა აქვს“ | საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კვარაზე
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რეიმონდ დომენეკმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. დომენეკი „ჩელსისთან“ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და L’Equipe TV-ზე ქართველი გარემარბი შეაქო.
„ხვიჩა კვარაცხელიას გასაოცარი ფიზიკა აქვს. სწრაფად გადაადგილდება, შეუძლია მიმართულების უეცრად შეცვლა და ნებისმიერ მხარეს წასვლა. ორთაბრძოლებში ძლიერია. გრჩება შთაბეჭდილება, რომ ფიზიკურად სუსტია, მაგრამ როდესაც ორთაბრძოლებში შედის, ხედავ, რომ ძალიან ძლიერია.
ამ ყველაფერთან ერთად, კვარაცხელია ტექნიკითაც გამოირჩევა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთ თამაშებში უფრო მეტად მოტივირებულია და ფაქტია, რომ ის განსხვავებას ქმნის. როდესაც ყველაზე დიდი წნეხია, ის სწორედ მაშინ არის გამორჩეული.“
კვარაცხელიამ „ჩელსისთან“ გამართულ მერვედფინალურ დაპირისპირებაში 3 გოლი გაიტანა და ორივე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მისი „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.