„ლივერპული პსჟ-ს პრობლემებს ვერ შეუქმნის“ - დანიელ რიოლო
RMC Sport-ის ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა და გუნდების შანსები შეაფასა.
„არ მესმის, როგორ შეუძლია ამ „ლივერპულს“ პარიზელებისთვის პრობლემების შექმნა. ეს უბრალოდ შეუძლებელი მგონია. ფეხბურთი სავსეა მოულოდნელობებით: წითელი ბარათი, ტრავმა... - არაფერია გამორიცხული, თუმცა ვფიქრობ, შარშანდელთან შედარებით პსჟ უფრო ძლიერია, „ლივერპული“ კი უფრო სუსტი. ენრიკეს გუნდი კიდევ უფრო თავდაჯერებულია, ეს გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.
შარშან პსჟ ბოლომდე ვერ ხვდებოდა, თუ რა შეუძლია, ამიტომ „ენფილდზე“ ისინი დამარცხდნენ. ახლა მათ არა მხოლოდ დომინირება, არამედ გაძლებაც შეუძლიათ. გუნდს აქვს ფსიქოლოგიური მდგრადობა და ისინი არ ტყდებიან მაშინაც კი, როდესაც მეტოქე უკეთესად გამოიყურება.
ენრიკემ იდეალური გუნდური თამაში დანერგა. პსჟ და „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოები არიან, დანარჩენი გუნდები მათზე სუსტად გამოიყურებიან“.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ შეხვდება. პარიზში მატჩი 8 აპრილს, ლივერპულში კი 14 აპრილს გაიმართება.