„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ - სლოტი პარი სენ-ჟერმენზე
„გალათასარაის“ დამარცხების შემდეგ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრესკონფერენციაზე „პარი სენ-ჟერმენზე“ ისაუბრა, რომელსაც „წითლები“ მეოთხედფინალში შეხვდებიან.
„თუ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში თამაშობ, იცი, რომ ადრე თუ გვიან პარიზთან თამაში მოგიწევს, იმიტომ რომ ეს შესანიშნავი გუნდია. ამაში შარშანაც დავრწმუნდით, როცა ჩემპიონთა ლიგაზე შევხვდით.
პარიზში ძალიან რთული მატჩი გვქონდა, „ენფილდზე“ კი ფანტასტიკურად ვითამაშეთ. ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო მატჩი იყო - შესაძლოა, არა შედეგის მხრივ, მაგრამ სანახაობის მხრივ ეს ნამდვილად ასე იყო. ორივე გუნდი ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა და გულშემატკივარს შოუ შესთავაზა.
ჩვენ ერთადერთი გუნდი ვიყავით, რომელმაც პსჟ-თან საქმე დამატებით დრომდე და პენალტებამდე მიიყვანა. თუმცა მიმდინარე სეზონში ენრიკეს გუნდი აჩვენებს, რომ ისეთივე ძლიერია.
„გალათასარაისთან“ მატჩში ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ისეთივე დონეზე ვითამაშოთ, როგორც შარშანდელ სეზონში. ეს ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს“.
ცნობისთვის, პარიზში მატჩი 8 აპრილს, ლივერპულში კი 14 აპრილს გაიმართება.