ხვიჩა კვარაცხელია, ლიამ როსენიორი
Aa
Aa

„კვარას დონის ფეხბურთელი, ასეთ შეცდომებს არ გაპატიებს“ - როსენიორი მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ჩელსის“ დაუპირისპირდა და 3:0, ორი მატჩის ჯამში კი 8:2 დაამარცხა, რის შედეგადაც მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ისევე როგორც პირველ შეხვედრაში, ამჯერადაც ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც მე-6 წუთზე პარიზული გუნდი დააწინაურა.

თამაშის დასრულების შემდეგ, ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როსენიორმა განვლილი მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაც შეაქო:

რა თქვა როსენიორმა:

„დიდი პატივისცემა პსჟ-ს. მათი ბურთის გათამაშება ორივე მატჩში უმაღლეს დონეზე იყო, ისინი შემდეგ ეტაპზე გასვლას იმსახურებენ. ფეხბურთი ეპიზოდებისგან შედგება: თუ მეტოქეს აძლევ საშუალებას, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიპოვოს თავდაჯერებულობა, ის შეუჩერებელი ხდება. პირველ ექვს წუთში თამაშში ვიყავით, შემდეგ კი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით. მამადუ სარი დიდი ახალგაზრდა ტალანტია, მაგრამ ამ შეცდომებზე უნდა ისწავლოს: კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია და ასეთ შეცდომებს არ პატიობს“.

შეგახსენებთ, რომ პარიზულ მატჩში კვარაცხელიამ დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ამჯერად კი თავი ერთი გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal.com: კვარაცხელიამ სწრაფი გოლით ინტრიგა მოკლა
Goal.com: კვარაცხელიამ სწრაფი გოლით ინტრიგა მოკლა