ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Goal.com: კვარაცხელიამ სწრაფი გოლით ინტრიგა მოკლა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „ჩელსი“ სტუმრადაც დაამარცხა (0:3), ანგარიში კი უკვე მეექვსე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა.

მატჩის შემდეგ ავტორიტეტულმა გამოცემამ, Goal.com-მა პარიზელთა გამარჯვებაში ქართველი ფეხბურთელის შეტანილ წვლილს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.

 

„კვარაცხელიას გადაწყვეტილება, დაეტოვებინა „ნაპოლი“ 2024-25 წლების საჩემპიონო სეზონის მიმდინარეობისას ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კიდევ უფრო მეტად შოკისმომგვრელი ის გარემოება აღმოჩნდა, რომ ამ ნიჭის პატრონი არა პრემიერლიგის რომელიმე გუნდში, არამედ „პარი სენ-ჟერმენში“ წავიდა.

 

ჩემპიონობისკენ მიმავალი „ლივერპული“, რომელსაც ჯერ შემტევებზე თითქმის 300 მილიონი გირვანქა არ ჰქონდა დახარჯული, ქართველი გარემარბის შეძენას განიხილავდა - ისევე როგორც „ჩელსი“. „არსენალი“, რომელსაც ასეთი უნარებისა და ტექნიკის მქონე გარემარბი აკლია, დისკუსიაში არ ჩართულა.

ფაქტია, რომ არც ერთ ინგლისურ კლუბს კვარაცხელიას შესაძენად საკმარისი ძალისხმევა არ გაუწევია, მან კი პსჟ აირჩია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

თუმცა კვარაცხელია და პსჟ სრულად გარდაიქმნენ. ხვიჩამ გუნდს დამატებითი ენერგია შესძინა, რითაც ისინი ლამაზად მოთამაშე გუნდიდან გამარჯვებულთა გუნდად გადაიქცნენ. ჩელსისთან პირველ მატჩში 25 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან შევიდა მოედანზე, ორი გოლი გაიტანა და დაპირისპირების სადავეები პარიზელებს დაუბრუნა, ხოლო მეორე მატჩში სწრაფი გოლით ინტრიგა მოკლა“.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარიზული გუნდი „ლივერპულსა“ და „გალათასარაის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა ქართული დერბი ვიხილოთ.

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „სტემფორდ ბრიჯზე“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩელსის დაცვას ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე
„ჩელსის დაცვას ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე