სინერმა დაიბრუნა მწვრთნელი, რომლის გამოც დოპინგ სკანდალში გაეხვა
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, იანიკ სინერმა განაახლა თანამშრომლობა ფიზიკური მომზადების მწვრთნელ უმბერტო ფერარასთან, რომლის გამოც დოპინგ სკანდალში გაეხვა.
„უმბერტომ იანიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, გუნდში მისი დაბრუნება სტაბილურობისა და მაქსიმალური ეფექტურობისკენ სწრაფვას უსვამს ხაზს“, - აღნიშნულია ოფიციალურ პრესრელიზში.
ცნობისთვის, 2024 წლის აგვისტოში გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ სინერის მიერ ჩაბარებულმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. იტალიელმა განაცხადა, რომ აკრძალული ნივთიერება კლოსტებოლი მის ორგანიზმში იმ მალამოს გამოყენების შედეგად მოხვდა, რომელიც სწორედ უმბერტო ფერარამ შეიძინა.
2024 წლის აგვისტოში სინერმა ფერარასთან და ფიზიოთერაპევტ ჯაკომო ნალდისთან თანამშღომლობა შეწყვიტა. იტალიელმა ჩოგბურთელმა 3-თვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და კორტზე დაბრუნდა, ფერარა კი ამ პერიოდის განმავლობაში მატეო ბერეტინისთან მუშაობდა.