სანდრო მამუკელაშვილი, ჯეილენ ბრანსონი
Aa
Aa

მამუკელაშვილმა მხოლოდ 2 ქულა დააგროვა | ტორონტო ნიქსთან დამარცხდა

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ NBA-ის თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მეოთხედფინალში კანადელები საკუთარ კედლებში „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდნენ და 101:117 დამარცხდნენ.

მამუკელაშვილმა პარკეტზე ზუსტად 15 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა 2 ქულით, 2 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. სანდრომ 3 სამქულიანი გააფუჭა და 1 ორქულიანი ჩააგდო. მას 1 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა ჰქონდა.

„ტორონტოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 31 ქულა ბრენდონ ინგრემმა დააგროვა. ჯამალ შიდს 18 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ხოლო სკოტი ბარნსმა 13 ქულა დააგროვა. „ნიქსის“ მხიდან საუკეთესო ჯეილენ ბრანსონი იყო - 35 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი, ჯოშ ჰარტმა 21 ქულა მიითვალა, ხოლო კარლ-ენტონი თაუნსმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 14 ქულა, 16 მოხსნა.

ცნობისთვის, „ნიქსი“ NBA-ის თასის ნახევარფინალში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ დაუპირისპირდება, რომელმაც „მაიამი ჰიტი“ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება სტუმრად ინტერთან - მამარდაშვილს არ უთამაშია
გამარჯვება სტუმრად ინტერთან - მამარდაშვილს არ უთამაშია