ბილბაო - პსჟ | სავარაუდო შემადგენლობები ფრანგული პრესისგან
ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბილბაოს“ ესტუმრება, დღეს კი ფრანგული პრესა პარიზელთა სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს. რამდენიმე გამოცემა პარიზელთა შემტევ ტრიოს განსხვავებულად ხედავს, თუმცა ერთი რამ უცვლელია: არსებობს მოლოდინი, რომ ხვიჩა კვარაცხელია მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.
Le Figaro: საფონოვი, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, ერნანდესი, ნევეში, ვიტინია, მაიულუ, დემბელე, რამუში, კვარაცხელია.
Foot01: საფონოვი, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, ბოლი, ნევეში, ვიტინია, რუისი, ლი, ბარკოლა, კვარაცხელია.
90min.com: საფონოვი, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, ზაბარნი, ნევეში, ვიტინია, რუისი, ბარკოლა, მაიულუ, კვარაცხელია.
Sport.fr: საფონოვი, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, ზაბარნი, ნევეში, ვიტინია, რუისი, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის გასულ ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „რენს“ 2 გოლი გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 18 მატჩში 5 გოლი და 4 ასისტია.
რაც შეეხება პსჟ-ს, ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე 4 მოგებითა და 1 წაგებით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა და მხოლოდ ლონდონის „არსენალს“ ჩამორჩება.