„მთავარი მიზანი ეს იყო“ - იანის სპარინგ-პარტნიორი მერაბთან ბრძოლაზე
UFC-ის სუპემსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონის, პიოტრ იანის სპარინგ-პარტნიორმა, შარაბუტდინ მაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან ბრძოლისთვის მოსამზადებელი გეგმა გაამხილა.
რას ამბობს მაგომედოვი:
„ჩვენი დავალება იყო მუდმივი პრესინგი, შეუჩერებლად შეტევა, ბრძოლა და მეტოქის კონტროლი. კონკრეტულად ჩემი დავალება იყო, რომ ყველა რაუნდში თეიქდაუნებზე გვემუშავა. სპარინგის დროს 50-60 თეიქდაუნი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ყოველთვის არ გამომდიოდა, პიოტრი ძალიან ძლიერი იყო. მისი გადაყვანა რთული გახლდათ, მიწაზე დაჭერა კი კიდევ უფრო რთული.“
შეგახსენებთ, რომ სუპემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.