ჯაკუზიში გოგონებთან ერთად და მიმტანი მერაბი | პიოტრ იანის პოსტი
UFC 323-ის მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო დაპირისპირება იყო. სამწუხაროდ, „მანქანამ“ ტიტული ვერ შეინარჩუნა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
გამარჯვების შემდეგ იანმა X-ის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. მასზე პიოტრი ჯაკუზიში, ლამაზ ქალბატონებთან ერთად იმყოფება, მერაბი კი მიმტანის ფორმაშია გამოწყობილი და იანისთვის სასმელი მიაქვს.
Relaxing after the fight ⚡️ pic.twitter.com/WVms5IadIM
— Petr “No Mercy” Yan (@PetrYanUFC) December 7, 2025
როგორც მიხვდით, ეს ფოტო შემთხვევითობა არ არის. ღონისძიებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „მანქანამ“ იანს ჯაკუზიში ერთად ჩასვლა შესთავაზა, რაზეც პიოტრმა უარი განაცხადა. იანმა დასძინა, რომ ჯაკუზიში ქალბატონებთან ერთად ყოფნა უკეთესია და „მანქანა“ მხოლოდ კაცებთან ჰყავს ნანახი.
სხვათა შორის, იანმა ჯაკუზიზე ბრძოლის შემდეგაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მერაბს შეუძლია, თავის მეგობრებთან ერთად ჯაკუზიში ჩავიდეს და ძალები აღიდგინოს.