ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი: სინერი ჰარდ კორტზე ისტორიას ქმნის

ნოვაკ ჯოკოვიჩმა შემაჯამებელ ტურნირზე იანიკ სინერის გამოსვლა, რომელმაც ფინალში კარლოს ალკარასი დაამარცხა – 7:6 (7:4), 7:5.

ამ მატჩში სინერმა 31-ე ზედიზედ გამარჯვება მოიპოვა დახურულ ჰარდ კორტებზე. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ჯონ მაკინროის (47), ჯოკოვიჩს (35), როჯერ ფედერერს (33) და ივან ლენდლს (32) ჩამორჩება.

„მე მხოლოდ პირველი სეტი ვნახე. როგორც წესი, ასეთი მატჩები ყოველთვის ძალიან დაძაბულია, და ეს არ იყო გამონაკლისი. თამაში წარმოუდგენლად ინტენსიური იყო, ჩოგბურთის დონე – კოსმოსური. ჩვეულებრივ, არც ისე მაინტერესებს სხვა მოთამაშეების მატჩების ყურება, მაგრამ მათ შეხვედრებს დიდი ინტერესით ვუყურებ, რადგან ისინი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ, ხოლო მათი მეტოქეობა ნამდვილი საჩუქარია ჩვენი სპორტისთვის. და ის, თუ როგორ თამაშობს იანიკი დახურულ ჰარდ კორტზე – ის ისტორიას ქმნის“, – განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

ამ ტურნირის მოგებით სინერმა 5 მილიონი დოლარი მიიღო, წელს მთლიანობაში ყველაზე მეტი 19,12 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო მისმა კარიერულმა შემოსავალმა 56,63 მილიონს მიაღწია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტურინში იანიკმა სეტის წაუგებლად გაიმარჯვა. შემაჯამებელი ტურნირი კი 24 წლის აპენინელმა ზედიზედ მეორედ მოიგო, რაც მასზე ახალგაზრდულ ასაკში ისტორიაში მხოლოდ ერთ ჩოგბურთელს, როჯერ ფედერერს აქვს გაკეთებული, რომელმაც ეს 2004 წელს, 23 წლისამ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამის როლი, დის მკვლელობა და ვენუსთან მეტოქეობა - სერენა უილიამსის გზა
მამის როლი, დის მკვლელობა და ვენუსთან მეტოქეობა - სერენა უილიამსის გზა