რასისტული შეურაცხყოფა სემენიოზე - 71 წლის გულშემატკივარი პოლიციამ დააკავა
ევერტონისა და მანჩესტერ სიტის მატჩის დროს, სემენიოს მერსისაიდული კლუბის გულშემატკივარმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა.
BBC Sport-ის ინფორმაციით, 71 წლის კაცი რასობრივად დამძიმებული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს, მას შემდეგ, რაც გულშემატკივრებმა და სტიუარდებმა განაცხადეს, რომ ტრიბუნებიდან რასისტული შეურაცხყოფა ისმოდა.
გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობს ევერტონთან. დაკავებული პირი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს გარკვეული პირობებით — მათ შორის, ეკრძალება ნებისმიერი სპორტული სტადიონიდან ერთ მილის რადიუსში ყოფნა მატჩამდე ოთხი საათით ადრე, თამაშის დროს და დასრულებიდან ოთხი საათის განმავლობაში.
ევერტონმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავსი ქცევა მიუღებელია: „რასიზმი და დისკრიმინაცია ნებისმიერი ფორმით აბსოლუტურად დაუშვებელია. ამას ადგილი არ აქვს არც ჩვენს სტადიონებზე, არც სპორტში და არც საზოგადოებაში.“
ეს უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე სეზონში, როცა სემენიო რასისტული შეურაცხყოფის სამიზნე გახდა. პირველად ეს ბორნმუთთან მატჩის დროს მოხდა.
მანჩესტერ სიტიმ პოლიციისა და ევერტონის სწრაფი რეაგირებას შეაქო და ასევე აღნიშნა, რომ გუნდის მცველი მარკ გეჰი სოციალურ ქსელებში რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. კლუბმა განაცხადა, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ორივე ფეხბურთელს და მკაცრად გმობს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ფეხბურთში.