მილიონიანი პეტიცია - გულშემატკივრები მბაპეს წასვლას ითხოვენ
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპესა და არბელოას სტაფის წევრს შორის კონფლიქტი მოხდა.
ფრანგი სუპერვარსკვლავის ბლანკოსში გადასვლის შემდეგ, კარგი არაფერი ხდება და მადრიდულმა გრანდმა ბოლო 2 სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა.
საფეხბურთო ექსპერტები თვლიან, რომ რეალის წარუმატებლობა მეტწილად კილიანის დაცვაში თამაშის ინერტულობის ბრალია.
დღეს, ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა Sportbible-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ სამეფო კლუბის გულშემატკივრებმა მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ პეტიცია შეადგინეს. მათ სურთ, რომ მბაპემ რეალი დატოვოს. ხელი კი მილიონმა გულშემატკივარმა მოაწერა.
მიუხედავად ბლანკოსის წარუმატებლობისა, ფრანგი ტალანტის სტატისტიკა ნამდვილად ბრწყინვალეა.
კილიანმა რეალში გადასვლის შემდეგ, ყველა ტურნირზე ერთად 100 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 85 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა.