ბარსელონა, ტიბო კურტუა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ელ კლასიკოში ითამაშებს - კურტუა გამოჯანმრთელდა

მადრიდის რეალი მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადებას პოზიტიური სიახლით აგრძელებს — გუნდის ძირითადი მეკარე ტიბო კურტუა ელ კლასიკოსთვის მზად არის და სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

ბელგიელ კიპერს ბარძაყის კუნთის ტრავმა ჰქონდა და მარტის შემდეგ არ უთამაშია, თუმცა, ესპანელი ჟურნალისტის, მელხორ რუისის ინფორმაციით, ის უკვე სრულად გამოჯანმრთელდა და ბარსელონას წინააღმდეგ შეხვედრაში პირველივე წუთებიდან ითამაშებს.

რაც შეეხება კილიან მბაპე-ს, მისი მონაწილეობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ფრანგი თავდამსხმელი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და მისი თამაშის საკითხი საბოლოოდ მატჩის წინ გადაწყდება.

„ელ კლასიკოს“ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე — ამ ეტაპზე „რეალი“ ლა ლიგა-ში 77 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ბარსელონას“ 11 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, მომავალი შეხვედრა შესაძლოა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას და რეალის დაპირისპირება 10 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები