ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე, მარსელინო გარსია ტორალი, ინიგო პერესი
Aa
Aa

შემცვლელი იპოვეს - ცნობილია, ვინ გაწვრთნის მიქაუტაძის ვილიარეალს

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მარსელინო გარსია ტორალი ვილიარეალს დატოვებს.

დღევანდელ დღემდე უცნობი იყო, თუ ვინ ჩაანაცვლებდა მარსელინოს, თუმცა დღეს გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ნიკოლა სკირამ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, ყვითელი წყალქვეშა ნავის გაწვრთნის მთავარი კანდიდატი ინიგო პერესია და სულ მალე ყველა შეთანხმება დასრულდება. მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. გიორგი მიქაუტაძეს ახალგაზრდა ესპანელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ინიგო პერესმა საფეხბურთო კარიერა 2022 წელს დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობა იმ წელსვე დაიწყო.

ინიგო თავდაპირველად რაიო ვალეკანოს მთავარი მწვრთნელი ასისტენტი იყო, ხოლო 2024 წელს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები